გურამ ფალავანდიშვილი შვილთან ერთად პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე დაიბარეს

საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის შემდეგ, გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები განყოფილებაში დაიბარეს.

გურამ ფალავანდიშვილის ინფორმაციით, მათ დაკავებას არ აპირებენ და მხოლოდ გამოკითხვისთვის მიდიან.

„ ახლა მივდივართ განყოფილებაში. როგორც ვიცი, არ გვაკავებენ, უბრალოდ ჩვენი დაკითხვა უნდათ. ჩვენ უარს ვაცხადებთ დაკითხვაზე, თუ არ იქნება სასამართლოში და ადვოკატის თანხმლებით. გამოვთქვათ წუხილს, რომ არ აკავებენ ძალადობის ინიციატორებს, „თბილისი პრაიდს“ და მედია ტერორისტებს. უნდა დაგაკავონ თქვენ, ტერორისტები. იყო ტერორი თქვენი, ჟურნალისტების მხრიდან. შეიძლება, ჩვენც მოვმკვდარიყავით და ყველა მომკვდარიყო. თქვენ ხართ მოძალადეები“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარში.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა გურამ ფალავანდიშვილისა და ,,ალტ-ინფოს" დამფუძნებლების სახლებში ჩხრეკა ჩაატარეს.

,,ალტ-ინფოს" დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს