პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინის, მოლდოვისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინის, მოლდოვასა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოწვევით 19 ივლისს ბათუმს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვევიან, სადაც ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა გაიმართება.

„შეხვედრას შეუერთდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

ასოცირებული ქვეყნების ლიდერები და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ერთობლივი შეხვედრის შემდეგ პრესისათვის განცხადებებს გააკეთებენ.

ლიდერთა შეხვედრა გაიმართება, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ,,საქართველოს ევროპული გზის” ფარგლებში”, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

შარლ მიშელი 19 ივლისს სალომე ზურაბიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება

საქართველოს უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები ეწვევიან

შარლ მიშელი საქართველოს ეწვევა