ჟურნალისტებმა პარლამენტში მდუმარე აქცია გამართეს

პარლამენტში აკრედიტებულმა ჟურნალისტებმა შს მინისტრის მისვლამდე საპროტესტო მდუმარე აქცია გამართეს. მათ პარლამენტის სასესიო დარბაზის შესასვლელთან გარდაცვლილი კოლეგის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები გაშალეს.

ცნობისთვის,დღეს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ.

მინისტრის პარლამენტში მისვლა 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

პარლამენტში შს მინისტრის მოსმენა 12:00 საათისთვისაა დაგეგმილი.

ამასთან, პარალელურად, პარლამენტთან მედიის წარმომადგენლების ორგანიზებული საპროტესტო აქცია არის დაგეგმილი.

პროვოკაციების პრევენციის მიზნით, შს მინისტრის მოსმენაზე, შენობაში დაშვებაზე შეზღუდვა იმოქმედებს - პარლამენტი