პარლამენტთან მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი. ისინი პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე დასწრებას ითხოვენ, რათა 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრს კითხვები დაუსვან.
ცნობისთვის, დღეს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ.
მინისტრის პარლამენტში მისვლა 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
პარლამენტში შს მინისტრის მოსმენა 12:00 საათისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა ჯერჯერობით არ დაწყებულა.
ამასთან, პარალელურად, პარლამენტთან მედიის წარმომადგენლების ორგანიზებული საპროტესტო აქცია არის დაგეგმილი.