უკრაინის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან მივიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ენგურის ხიდზე, საოკუპაციო ხაზთან მივიდა.

აღსანიშნავია, რომ ზელენსკი საოკუპაციო ხაზისკენ საქართველოში ჩამოსვლისთანავე გაემგზავრა.

მისი თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით 1 საათის წინ დაჯდა.

ცნობისთვის, ზელენსკი ბათუმის მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც, ცოტა ხნის წინ, ასოცირებული სამეულის ფორმატი შექმნეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოშია

ვოლოდიმირ ზელენსკი საოკუპაციო ხაზთან ჩავა

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიმართება