შარლ მიშელი: მართლმსაჯულების რეფორმა 19 აპრილის შეთანხმების მთავარი ნაწილი და ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების წინაპირობაა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, მართლმსაჯულების რეფორმა 19 აპრილის შეთანხმების მთავარი ნაწილი და ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების წინაპირობა. ამის შესახებ მან ბათუმში, ოპოზიციასთან და პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,

„მართლმსაჯულების რეფორმა 19 აპრილის შეთანხმების მთავარი ნაწილი და ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების წინაპირობაა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა სრულად არ ასახავს იმ კონსულტაციების შედეგებს, რომლებიც იყო საერთაშორისო პარტნიორებთან და ადგილობრივ, დაინტერესებულ, ჩართულ პირებთან. ეს ნამდვილად დაკარგული შესაძლებლობაა“, - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს გუშინ ეწვია. მან შეხვედრები უკვე გამართა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან და პრემიერ-მინისტთან ირაკლი ღარიბაშვილთან.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,19 ივლისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ბათუმის მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში - „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც, ცოტა ხნის წინ, ასოცირებული სამეულის ფორმატი შექმნეს.

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიმართება

შარლ მიშელი: 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება არის მთავარი გარანტია იმისთვის, რომ საქართველომ თავისი დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს