შარლ მიშელი: მოვუწოდებ მათ, ვისაც ჯერ არ მოუწერია ხელი შეთანხმებისთვის, გააკეთონ ეს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელი19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებს მათ, ვისაც ეს ჯერ გაუკეთებიათ.

„მოხარული ვიყავი, რომ შეთანხმების ყველა ხელმომწერი რჩება ვალდებული შეთანხმების სრულად შესრულებისადმი და ქვეყანაში ყველა პოლიტიკურ ძალას შორის უფრო მეტად ინკლუზიური, ერთიანი გზის განვითარებისადმი. მოვუწოდებ მათ, ვისაც ჯერ არ მოუწერია ხელი შეთანხმებისთვის, გააკეთონ ეს“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს გუშინ ეწვია. მან შეხვედრები უკვე გამართა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან და პრემიერ-მინისტთან ირაკლი ღარიბაშვილთან.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,19 ივლისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ბათუმის მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში - „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც, ცოტა ხნის წინ, ასოცირებული სამეულის ფორმატი შექმნეს.

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიმართებ