მოლდოვის პრეზიდენტი: ოლიგარქიულმა სისტემამ, კორუფციამ ჩაითრია ქვეყანა, ჩემი ქვეყანა და ბრიუსელი აცნობიერებდა, რომ აღარ ვიყავით წარმატებული

,,ოლიგარქიულმა სისტემამ, კორუფციამ ჩაითრია ქვეყანა და მალევე ჩემი ქვეყანა და ბრიუსელი აცნობიერებდა, რომ ჩვენ აღარ ვიყავით წარმატებული შემთხვევა", - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა.

როგორც სანდუმ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, ქვეყანა ჩაეფლო იმ მორევში, რომელიც მოლდოვას აღარ აძლევდა ევროკავშირთან ინტეგრაციის შესაძლებლობის გამოყენების უფლებას და დასჯის, ან სანქციების გარეშე, მოლდოვამ დაკარგა რეპუტაცია.

,,ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს აქ ვიმყოფები და ჩვენი ქვეყნების ევროკავშირისკენ მისწრაფებები ვსაუბრობთ, თან ვსაუბრობთ პარტნიორობაზე, რომელიც ერთად შეგვიძლია შევქმნათ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში განვათაროთ.

მინდა დავუბრუნდე აღმოსავლეთ პარნტიორობის დასაწყის და შეგახსენოთ მეგობრებო, რომ ამ დროს ჩემი ქვეყანა, მოლდოვა, მიიჩნეოდა წარმატებულ ქვეყნად აღმოსავლეთ პარტნიორობაში და დიდი იმედები არსებობდა იმისა, რომ ქვეყანაშიც და ევროკაშირის ინსტიტუტებშიც, რომ ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც მოლდოვამ გააფორმა განვითარდებოდა ქვეყანა, დემოკრატიული სისტემები ჩამოყალიბდებოდა მთელ ქვეყანაში მისი მოქალაქეების სასარგებლოდ, თუმცაღა მალევე, იმ საპნის ბუშტმა რომელიც შეიქმნა ჩვენს ქვეყანაში საბანკო სისტემებში და მას მოჰყვა სხვა კრიზისები, სამწუხაროდ, ამ ყველაფერმა - ოლიგარქიულმა სისტემამ, კორუფციამ ჩაითრია ქვეყანა და მალევე ჩემი ქვეყანა და ბრიუსელი აცნობიერებდა, რომ ჩვენ აღარ ვიყავით წარმატებული შემთხვევა.

რეფორმები ქაღალდზე დარჩა, დისკუსიები რეფორმების შესახებ მხოლოდ ლამაზ ანგარიშებში იგზავნებოდა ბრიუსელში. მოლდოვას არ ჰქონდა უკვე საფუძემდებლო საკითხები, რომლებიც ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე არის მნიშვნელოვანი.

ქვეყანა ჩაეფლო იმ მორევში, რომელიც ჩვენ აღარ გვაძლევდა ევროკავშირთან ინტეგრაციის შესაძლებლობის გამოყენების უფლებას და დასჯის, ან სანქციების გარეშე, მოლდოვამ დაკარგა რეპუტაცია.

ჩვენ აღარ ვიყავით სანდო პარნტიორი, ჩვენ აღარ მიგვიჩნევდნენ იმ ქვეყნად რომელიც ნაკისრი ვალდებულებების შემსრულებელი იყო. ცვლილებები მოხდა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად და ამის შემდეგ ხალხმა აირჩია ნამდვილი დემოკრატია, კარგი მმართველობა და ძალიან ძლიერი მხარდაჭრრა გამოგვიცხადა ხალხმა.

ცვლილებები მოხდა ბოლო წლის განმავლობაში, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად და შემდეგ ხალხმა აირჩია კარგი, დემოკრატიული მმართველობა და ძალიან ძლიერი მხარდაჭერა გამოგვიცხადა. ამას ხელს უწყობს ევროკავშირი. რადგან გვაქვს ევროკავშირის ძალიან დიდი მხარდაჭერა ამ დღის წესრიგში, ახალი მთავრობა, ახალი უმრავლესობა პარლამენტში ვალდებულია, სწრაფად განახორციელოს დანაპირები. ჩვენ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვიმყოფებით, რომ ეს გამოწვევები დავძლიოთ. პრიორიტეტის სახით უნდა აღვადგინოთ მოსახლეობის ნდობა ჩვენს სახელმწიფო ინსტიტუტებზე. ხალხს კვლავ უნდა დავაჯეროთ, რომ სახელმწიფო არსებობს და მუშაობს მათთვის, რათა მოვახდინოთ კონსოლიდაცია ძლიერი ინსტიტუტების. დავიწყოთ იქიდან, რაც ყველაზე მეტად აწუხებს ხალხს, სამართლის უზენაესობა, ანტიკორუფციული ძალისხმევა. ჩვენ უნდა გავწმინდოთ სისტემა კორუმპირებული მოსამართლეებისგან, საჯარო მოხელეებისგან და ეს არის სამომავლოდ ჩვენი ძალისხმევა. აქამდე მუშაობდა სქემები კერძო ფინანსური ინტერესების გათვალისწინებით. ეს წარსულს უნდა ჩაბარდეს. ნაკლები უნდა ვისაუბროთ, ვაკეთოთ მეტი. უნდა არსებობდეს სტაბილური უმრავლესობა და ფუნქციონალური მთავრობა, რათა მნიშვნელოვან წინსვლას მივაღწიოთ და დავარწმუნოთ მოლდოველები, რომ მომავალი შეიძლება, შეიქმნას სახლშიც და ევროკავშირშიც.

ბევრი მოლდოველის სახელით ვსაუბრობ და ვიტყვი, რომ ჩვენი სტანდარტები, რომელიც დავამკვიდრეთ ევროპული გზების, სკოლების, რკინიგზის, საავადმყოფოების შექმნით, მასტიმულირებელი ფაქტორების შექმნით, რომელიც კერძო სექტორს წაახალისებს, ღრმად და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე ჩვენს მოქალაქეებს და მეწარმეებს აძლევს საშუალებას, ევროკავშირის სამომხმარებლო ბაზარზე მოახდინონ თავიანთი პროდუქციის ექსპორტი და ორგანულად, ეტაპობრივად ეს იქცეს რეალობად. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი სახლში, მოლდოვაში. ანტიკორუფციული, სასამართლო სისტემის რეფორმის და სხვა მიმართულებით, ჩვენ გვაქვს ევროკავშირის იმედი. აღმოსავლეთ ევროპის ინსტრუმენტები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი გვაქვს ევროკავშირის, როდესაც საუბარი გვაქვს ეკონომიკურ ინტეგრაციაზე, გვინდა, მეტი წვდომა გვქონდეს ბაზრებზე, დახმარება მივიღოთ კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მიმართულებით, რათა უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას მოლდოველებისთვის.

კორუფციასთან ბრძოლას განვაგრძობთ და დაკარგული, მოპარული აქტივების დაბრუნებას შევძლებთ. კორუფცია მოლდოვის საზღვრებს სცდება. ამიტომ გვჭირდება ევროპული ინსტიტუტების დახმარება და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დახმარება. ჩვენ მოლდოვას თუ დავაბრუნებთ დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე და თუ კვლავ გავხდებით სტაბილური, პროგნოზირებადი პარტნიორი ევროკავშირისთვის, ჩვენ მეტი წარმატება გველის ინტეგრაციის გზაზე. კარგად გვესმის, რომ მთავარი დღის წესრიგი არის ჩვენივე ქვეყანაში. გვესმის, რომ საშინაო დავალება შესასრულებელი გვაქვს, პირობა დადებულია, ვალდებულება ნაკისრია ჩვენი ხალხისა და ევროკავშირის წინაშე. თქვენ გვეხმარებოდით წლების განმავლობაში. პოლიტიკური ვალდებულება დავდეთ და ვიკისრეთ ჩვენი მოქალაქეების სახელით“, – განაცხადა მაია სანდუმ.