ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ექსპორტი 7%-ით გაიზარდა

2025 წლის აგვისტოში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით ნავთობის ექსპორტი საშუალოდ, დღეში 551 000 ბარელს შეადგენდა (bpd).

აგვისტოში, ივლისთან შედარებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ექსპორტი დღეში 7%-ით, 34 000 ბარელით გაიზარდა.


2024 წლის აგვისტოსთან შედარებით, მიმდინარე წლის აგვისტოში BTC-ით ნავთობის ტრანსპორტირება 3%-ით, 18 000 ბარელით შემცირდა. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი 2006 წლის 13 ივლისს გაიხსნა. მისი სიგრძე 1 768 კმ-ია: 443 კმ აზერბაიჯანში, 249 კმ საქართველოში და 1 076 კმ თურქეთში.