სალომე ზურაბიშვილი: შავი ზღვა მშვიდობის, თანამშრომლობის და ევროპასთან მიახლოების ზღვაა

ასოცირება არ უნდა იყოს მხოლოდ სიტყვა - პეტრას დეკლარაციის შემდეგ, რომელსაც ახლა მოვაწერეთ ხელი, ჩვენ უფრო დავახლოვდებით, შავი ზღვა აღარ იქნება იგივე, ის იქნება სამი ზღვის ინიციატივის კონტექსტში თანამშრომლობისა და სიახლოვის სიმბოლო,- ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის, მოლდოვისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, დეკლარაციის ხელმომწერმა სახელმწიფოებმა ერთმანეთის გაძლიერებისა და მხარდაჭერის ვალდებულება აიღეს.

"პეტრას ციხე სიმბოლურია ბევრი სხვადასხვა კუთხით - ეს არის ის ციხე-სიმაგრე, რომელიც აკონტროლებდა მთელი შავი ზღვის სანაპიროს და იყო ბრძოლისა და დაპირისპირების ადგილი ჯერ ბიზანტიასა და სპარსეთს შორის, შემდეგ ოტომანებსა და რუსეთს შორის. პეტრა სიმბოლურია, რადგან ის გახდა ჩვენი ერთობის, დღევანდელი დღის შეხვედრის - სამი ლიდერისა და ევროკავშირის შეხვედრის ადგილი, სადაც ჩვენ ვსახავთ ერთობლივ მომავალს, ჩვენს ევროპულ გზას და იმას, როგორი უნდა იყოს შავი ზღვა, რომელიც ჩვენს უკან არის - მშვიდობის ზღვა, თანამშრომლობის ზღვა და ევროპასთან მიახლოების და შემდგომ შეერთების გზა.

მინდა ხაზი გავუსვა ადგილს სადაც დღეს ჩვენ ვხვდებით, პეტრას ციხე-სიმაგრეს, რომელიც წარსულში დიდი ძალების მტრობის იყო და რომლებიც ამ ციხე-სიმაგრეს აკონტროლებდნენ - შავი ზღვის სანაპიროს. თქვენი და თქვენი აქ ყოფნით, ის ახლა ხდება ჩვენი ძიების ჩვენი მიზნების, ევროკავშირთან ერთად ჩვენი სამი ასოცირებული ქვეყნის საერთო მიზნების სიმბოლო რათა ჩვენი საერთო მომავალი დავისახოთ.

ჩვენ განვიხილავთ, რა უნდა იყოს ჩვენი სამომავლო გეგმები. ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს. საერთო წარსული, ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საერთო გამოწვევები, გამოწვევები ჩვენს უსაფრთხოებაში და იმ დესტაბილიზაციის მცდელობებში, რომლებიც შეიძლება მომდინარეობდნენ როგორც გარე ძალებისგან ასევე, შიდა. მაგრამ, ჩვენ საერთო გვაქვს ისიც, რომ არ გვინდა წარსულში დაბრუნება. ჩვენ მზად ვართ უდრეკად ვიბრძოლოთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის, თავიდან ავირიდოთ შიდა პოლარიზაციის საფრთხეები და გარე პროვოკაციები. ჩვენი პასუხი ცალსახაა - ის ევროპული პასუხია. არა თავგადასავლები, გადადგომები, ან სტაგნაცია, არამედ წინსვლა. მყარი წინსვლა სწორი მიმართულებით, ევროპის მიმართულებით და ამას შეუპოვრობა ჰქვია!

ასოცირება მხოლოდ ტერმინი არ უნდა იყოს. პირიქით, მან ახალი მნიშვნელობა უნდა შეიძინოს და პირველ რიგში, ეს ამ სამი ქვეყნის გონებათა რეალურ ასოციარებად უნდა იქცეს. ეს ნიშნავს კარგი მმართველობისა და ძლიერი საზოგადოების შენებისა და ახალი ეკონომიკის მშენებლობისადმი საერთო მიდგომას, რომელიც დიდი პროექტების გაერთიანებაზე გადის; საერთო მიდგომას კონფლიქტების დასასრულებლად და ოკუპაციისა და იმ პოზიციების დასაძლევად, რომლებიც მე-20 საუკუნეს მიეკუთვნება და დღეს დრომოჭმულია.

ასოცირებამ ახალი მნიშვნელობა უნდა შეიძინოს, რადგან ჩვენ ვიზიარებთ ვალდებულებას გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ ჩვენი გზა რეფორემებისაკენ, ევროპული კანონმდებლობის ჩვენ კანონებში ადაპტაციისაკენ, და ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ვალდებულება ერთმანეთს გავუზიროთ გამოცდილებები და მხარი დავუჭიროთ. ჩვენ ეკონომიკების განვითარების საერთო ხედვა გვჭირდება. აქ შემოდის შავი ზღვა, რომელიც ყველა ახალი მიდგომისა და შესაძლებლობის სიმბოლოა: დაკავშირებადობა, ახალი ტექნოლოგიები, ვაჭრობა, თანამშრომლობა.

შავი ზღვა, რომელიც თავის თავს საზღვრიდან ხიდად გარდაქმნის, რომელიც ფიზიკურად ჩვენ სამს და სამს + ევროკავშირს დაგვაახლოებს და ეს ნიშნავს შავი ზღვიდან მდინარე დუნაიმდე და ეს ნიშნავს შავი ზღვიდან 3 C ინიციატივამდე.

ჩვენ უფრო მჭიდრო უნდა გავხადოთ თანაშრომლობა არა მარტო ჩვენ სამს შორის, არამედ ასევე ევროკავშირთან და ამისთვის ჩვენ კონკრეტული წინადადებები გვჭირდება, რათა შევინარჩუნოთ ასოცირებული ქვეყნის გზა, უფრო ფართო აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში: ეს ნიშნავს, იმას, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა მაინც უნდა მიიღონ მონაწილეობა ევროპის მომავლის განხილვებში, უნდა იყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის კონკრეტული დღის წესრიგი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში 27+3 და 3+1 ფორმატებს უნდა ჰქონდეს თავიანთი ხმის უფლება და მონაწილეობა მიიღონ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მომზადებაში. ინფრასტრუქტურის, ინოვაციური და ახალი ტექნოლოგიების განვითარების პროექტების ირგვლივ გაერთიანება გზად გაკვალავს უფრო თანამაშრომლობითი მიდგომისათვის.

პეტრას დეკლარაციის შემდეგ, რომელსაც ახლახან მოვაწერეთ ხელი, ჩვენი სამი ქვეყანა იგივენაირი ვეღარ იქნება. ჩვენ დავახლოვდით. შავი ზღვა არ იქნება იგივე, ის წარმოადგენს სამი C-ს (Connectivity, Cooperation and Closeness) დაკავშირებადობის, თანამშრომლობისა და სიახლოვის, გაერთიანებას.

ამისათვის ევროპასთან დამაკავშირებელი ბმული, რომელიც ჩვენ გვჭირდება უნდა იყოს ზღვა, ლიმიტების, გამონაკლისებისა და კონფრონტაციების გარეშე.

მინდა, ჩვენ ყველას და პირველ რიგში, ჩვენ სამ ქვეყანას ვუსურვო, რომ წინ მიმავალი გზა წარმატებითა და კეთილდღეობით იყოს გაკაფული", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.