მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებით, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, აქვთ პოტენციალი, გახდნენ ევროპული ოჯახის წევრები. ამის შესახებ მან ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ლიდერების ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, პრეზიდენტებმა შეხვედრისას ისაუბრეს იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება ევროკავშირთან უფრო სიღრმისეული ინტეგრაცია.
"ჩვენი მონაწილეობა მე-17 კონფერენციაში, რომელიც ბათუმში იმართება, უკვე კარგად არის ჩამოყალიბებული როგორც სტრატეგიული პლატფორმა ურთიერთობების გასაძლიერებლად ევროკავშირისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს შორის. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა იმისათვის, რომ ხაზი გაესვას აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნებისთვის. ასევე განვაახლოთ ჩვენი ერთგულება კეთილდღეობის მქონე ევროპული მომავლისთვის.
მინდა დავიწყო ჩემი გამოსვლა ერთი რამის ცხადად თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ნამდვილი წარმატება ჩვენი ქვეყნებისთვის. ერთობლივად ჩვენ ვაუმჯობესებთ ჩვენს ხილვადობას ევროპაში . ეს პლატფორმა გვეხმარება დამატებითი ინსტრუმენტების საშუალებით, რომ საერთო გამოწვევებს გავართვათ თავი. იქნება ეს კოვიდი თუ კლიმატის ცვლილებები. კონსოლიდირებული ძალისხმევის სარგებელი ნამდვილად ნათელია.
ამავდროულად, ჩვენი სამი სახელმწიფო ხელს აწერს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ თანამშრომლობას და ეს ხდება ჩვენი თანამშრომლობის ხერხემალი. ამით იხსნება ახალი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნებისთვის. ჩვენ ასევე მოვახდინეთ ვიზალიბერალიზაცია და ჩვენს მოქალაქეებს მივეცით ევროკავშირში მოგზაურობის შესაძლებლობა ვიზების გარეშე. ჩვენ ვთანამშრომლობთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნებისთვისაა აქტუალური. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროპული მისწრაფებების კუთხით და გვაძლევს საშუალებას, რომ მჭიდრო კავშირები დამყარდეს ევროკავშირთან. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ვაჭრობა გვეწარმოებინა უზარმაზარ სამომხმარებლო ბაზართან. 55% პროცენტი აგროპროდუქციის და 75 % პროცენტი არასასოფლო პროდუქციისა ევროკავშირშია წარმოდგენილი და რეალიზაცია ხდება. ბევრმა მოლდოველმა ახალი უნარები შეიძინა ევროკავშირში მუშაობის შედეგად და სამშობლოში ჩამოიტანა ახალი გამოცდილება და ახალი იდეები.
ქართველი და უკრაინელი მეგობრების გარეშე ჩვენ ვერ მოვახერხებდით ახალი ხედვის ჩამოყალიბებას. აღმოსავლეთ პარტნიორობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება ევროკავშირთან უფრო სიღრმისეული ინტეგრაცია, რომ სახლში ვიგრძნოთ თავი ევროპაში ყოფნისას.
კიდევ ერთხელ ევროკავშირს და ევროპულ ოჯახს დავუბრუნდეთ. ეს არის განახლებული დღის წესრიგი რეფორმების კუთხით, რათა მნიშვნელოვანი დაფინანსება მივიღოთ 2,3 მილიარდი ევროს ოდენობით, რომლის საშუალებითაც მობილიზებული იქნება დამატებით 17 მილიარდი ევრო. ეს იქნება უფრო ღრმა და ფართო თანამშრომლობის საწინდარი. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ უფრო მეტად ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან და ევროკავშირთან იმისთვის, რომ თანამედროვეობის გამოწვევები დავძლიოთ და ინტეგრაცია უკეთ მოვახდინოთ ევროპასთან.
ჩვენ გვინდა ეს ახალი შესაძლებლობა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ჩვენი ასოცირების შეთანხმება განვახორციელოთ, გავაძლიეროთ ჩვენი პოლიტიკური ასოცირება და კიდევ უფრო გავაღრმაოთ ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან.
ჩვენ კარგად გვესმის, რომ პირველი და ყველაზე რთული ნაბიჯები სახლში გველის ამ კუთხით.
დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, სამართლის უზენაესობის გაძლიერება, დამოუკიდებლობის და ანგარიშვალდებულობის გაზრდა, სასამართლო სისტემაში ანტიკორუფციული სისტემის გაძლიერება დაგვიბრუნებს ნდობას მოსახლეობის მხრიდან და ეს არის ჩვენი აუთვისებელი პოტენციალი და შესაძლებლობა. ეს არის აუცილებელი და თავს ვერ ავარიდებთ. ამ მხრივ მივესალმებით "მეტი მეტისთვის" პრინციპს და უპირობო განხორციელებას. ბათუმის სამიტის დეკლარაცია, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, ასახავს ჩვენს ვალდებულებებს ამ მიმართულებებით.
ჩვენ გვაქვს საერთო სურვილი ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით და საერთო პრინციპებით, ფასეულობებით დემოკრატიის, ადამიანების უფლებების კუთხით და ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ დემოკრატიის მეტად კონსოლიდაციისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ გვაქვს პოტენციალი, ევროკავშირი უფრო ძლიერი გახდეს ჩვენი წევრობით და ეს კავშირი იყოს ინოვაციური და ყველასთვის სასარგებლო", - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.