ზელენსკი: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ტერიტორიებზე გამყოფი ხაზები აღარ გქვონდეს

"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენs ტერიტორიებზე გამყოფი ხაზები აღარ გქვონდეს", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ლიდერების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროპისაკენ მისწრაფების კონტექტსში უკრაინა, მოლდოვა და საქართველო პირველად შეიკრიბა და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

"მე ძალიან მიხარია, რომ ქართულ სტუმართმოყვარე მიწაზე ვდგავარ, ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, პირველად მაქვს პრეზიდენტის როლში საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა და ძალიან კარგ საზოგადოებაში მიწევს ყოფნა. ამ შესაძლებლობას ვიყენებ და მივესალმები ქალბატონ მაია სანდუსს, შესანიშვნავ გამარჯვებას ვულოცავ საპრეზიდენტო არჩევნებში და მივესალმები საპარლამენტო არჩევნებს მოლდოვაში.

ევროპისაკენ მისწრაფების კონტექტსში ერთად პირველად შევიკრიბეთ და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდით ევროპული ინტეგრაციის გზაზე - საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ, პირველად განვაცხადეთ საერთო მიზნების შესახებ, რომ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები გავხდეთ.

ჩვენ გვაერთიანებს არამხოლოდ მიმართულება და სამიზნე წერტილი, არამედ ჩვენი სურვილი, რომ ეს გზა ხელიხელჩაკიდებულმა გავიაროთ, ამ "ტრიომ" და ჩვენი ქვეყნებისთვის მივაღწიოთ სრულ, ევროპულ ინტეგრაციას. ეს სამინზე წერტილი მიღწევადია, ჩვენ დარწმუნებული შგევიძლიათ ვიყოთ, რადგან ბატონი შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პერზიდენტი ამ წარმატებას აღნუსხავს და ევროპაში ჩვენს მომავალ პარტნიორებს აუცილებლად მიაწვდის.

ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა 49-ე მუხლის ფარგლებში, რომ ამ გზაზაე წარმატებით ვიაროთ, ჩვენ ასევე გთავაზობთ, როგორც ბატონ მიშელს შევთავაზეთ, რომ მოხდეს ევროპული საბჭოს მიწვევის გადახედვა და ახალი მიდგომებით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე უნდა მიეცეს საშუალება აღმოსავლეთის "ტრიოს", რომ წარმოიადგინოს თავისი წარმატება, სტრატეგიული მიზნები ამ პარტნიორობისთვის და ამ "ტრიოს" პოლიტიკური მნიშვნელობა, ამ შესაძლებლობას ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ.

ამ სამიტის დეკლარაცია, რომელიც ბათუმში გაფორმდა, ჩვენს სულისკვეთებას ასახავს და ეს მისწრაფება გვარეთიანებს უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას, ჩვენ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობაა, რუსეთის აგრესია და შეტევები ის საკითხია, რასაც უნდა ვებრძოლოთ, ეს მნიშვნელოვანი საკითხი იყო ჩვენი შეხვედრის ფარგლებში.

არც არის გასაკვირი, საქართველოში ვიზიტი დავიწყე ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლიდან, რომელიც არამხოლოდ ჰყოფს აფხაზეთის ავტონომიკურ რესპუბლიკას და საქართველოს, არამედ, უსაფრთხო მომავლის შემქმნელი უნდა გახდეს. ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მე ვხედავ ყოველთვე, როცა ჩავდივარ აღოსავლეთ უკრაინაში, მსგავს სიტუაციას, ჩემი მეგობრები მოლდოვადან მეუბნებიან, იციან რა არის ანექსირების საფრთხე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენ ტერიტორიებზე მსგავსი გამყოფი ხაზები აღარ გქვონდეს.

ძალიან დიდი ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, შავი ზღვა უნდა იყოს ის სივრცე, სადაც საერთაშორისო საზღვაო კანონმდებლობა უნდა განვითარდეს და შესაძლოა, ჩვენ მიზანს მივაღწიოთ უკრაინული ინიციატივის, ყირიმის ინიციატივის საფუძველზე.

ბატონ მიშელს 20 აგვისტოს კიევში ვიწვევთ ღონსიძიებაზე, რომელიც ამ საკითხებზე გააკეთებს აქცენტირებას.

ჩვენ კმაყოფილი ვართ, ამ მაღალი დონის შეხვედრით და ასევე, საზოგადოებას ვამცნობთ, რომ უკრაინის 2 მოქალაქეს ვაბრუნებთ, რომლებიც დაკავებული იყვნენ და მადლობას მოვახსენებთ საქართველოს პრეზიდენტს თანამშრომლობისთვის ამ საკითხთან მიმართებით. ქალბატონო, პრეზიდენტო, მე მადლობას მოგახსენებთ და აქვე, ყველას გარწმუნებთ, რომ ჩვენი მეგობარი საქართველო, ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, ისტორიული გამოცდების შემდეგ ცხადყოფს, რომ ძალა ერთობაშია.

მე მქონდა შესაძლებლობა მენახა მცხეთა, გერგეტის ტაძარი, ვიყავი სხდავასხვა ისტორიულ ადგილას, პირველად ვარ საქართველოში ამ რანგით და ქალბატონ მაია სანდუსს ვეუბნები, რომ ძალიან ბევრი ადგილია სანახავი საქართველოში ისტორიული მემკვიდრეობის გასაცნობად, იმედი მაქვს, მომავალი ვიზტების ფარგლებში მექნება უფრო მეტი შესაძლებლობა, ვიღებ თქვენს მოწვევას, რომ თქვენს მეგობრულ ქვეყანაში კვლავ ჩამოვიდე", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.