Reuters-ის ინფორმაციით, ,,ჩრდილოეთის ნაკადი 2"-თან დაკავშირებით, გერმანია აშშ-სთან მიღწეული შეთანხმების შესახებ უახლოეს დღეებში გამოაცხადებს, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს, მოაგვარონ უთანხმოება მილსადენთან დაკავშირებით.
როგორც გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, შეთანხმება, რომლის შესახებ მომავალ დღეებში გამოქვეყნდება, ააცილებს მილსადენის მშენებლებს და ოპერატორებს აშშ-ის სანქციებს.
მათივე ინფორმაციით, მხარეები გამოაცხადებენ მნიშვნელოვანი ინვესტიციების შესახებ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განახლების საქმეში და უზრუნველყოფენ უკრაინის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. გერმანია ასევე აპირებს, მისცეს უკრაინას გაზის მიწოდების გარანტია იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი შეუწყვეტს აირის მიწოდებას.
მედიასთან საუბარში წყაროები იწყებიან, რომ ვაშინგტონს სურს წინასწარ დარწმუნდეს, რომ უკრაინა ასეთ შეთანხმებას მიიღებს.
ცნობისთვის, მაისში ბაიდენის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, არ შემოიღოს სანქციები მილსადენის ოპერატორის, Nord Stream 2 AG-ისა და მისი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ. ბაიდენის თანახმად, ეს აშშ-ის ინტერესებშია მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ დაარღვია აშშ-ის კანონი სანქციების შესახებ. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას კრიტიკით შეხვდნენ ამერიკელი კანონმდებლები, რომლებიც სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
აღსანიშნავია, რომ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რამდენიმე დღის წინ აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს თეთრ სახლში შეხვდა. ეს იყო მერკელის ბოლო ვიზიტი შტატებში კანცლერის რანგში.
ჯო ბაიდენი ანგელა მერკელზე: ერთ-ერთი მთავარი საკითხი ჩვენი მეგობრობის გაგრძელებაა
ჯო ბაიდენი: აშშ და გერმანია ერთად აღუდგებიან წინ რუსეთის აგრესიას
ჯო ბაიდენმა და ანგელა მერკელმა ვაშინგტონის დეკლარაციას მოაწერეს ხელი