შვეიცარიაში, ბირთვული იარაღის კონტროლის შესახებ, შეერთებული შტატებისა და რუსეთის დიპლომატების მოლაპარაკებებს გამართავენ.
როგორც ცნობილია, ქვეყნის ლიდერების შეხვედრების მსგავსად, დიპლომატების მოლაპარაკებებს, მომავალ კვირაში ჟენევა უმასპინძლებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, ე.წ სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგი წარმოადგენს გაგრძელებას ბაიდენსა და პუტინს შორის შეთანხმებული ვალდებულებისა.
,,ეს შეხვედრა ასახავს პრეზიდენტ ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტ პუტინს შორის აღებულ ვალდებულებას აწარმოონ მიზანმიმართული და მტკიცე დიალოგი ჩვენს ორ ქვეყანას შორის, რაც მიმართული იქნება იმისკენ, რომ საფუძველი ჩაეყაროს შეიარაღების სამომავალო კონტროლს და რისკების შემცირების ზომებს”, - თქვა სახელმწიფო დეპარტამენტმა.
აშშ-ის დელეგაციას სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვენდი შერმანი, უხელმძღვანელებს. რუსეთის გუნდის ხელმძღვანელი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი, - განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
დიპლომატიური დისკუსიები წარიმართება ორ ქვეყანას შორის რამდენიმე ფრონტზე არსებული დაძაბული ურთიერთობების ფონზე, თუმცა, როგორც მოსალოდნელია, მოლაპარაკებები ძირითადად შეეხება სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებს, კერძოდ, თუ როგორ განავითარონ START-ის ახალი შეთანხმების ჩარჩოები, რომლის მოქმედების ვადის 2026 წლამდე გაგრძელებაზეც შეთანხმდნენ ბაიდენი და პუტინი.
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ