აშშ ავღანეთის სამთავრობო ძალების მხარდასაჭერად ავიადარტყმებს განაგრძობს

აშშ ავღანეთის სამთავრობო ძალების მხარდასაჭერად ავია დარტყმებს განაგრძობს. ამის შესახებ აშშ-ის საზღვაო ძალების გენერალმა კენეტ მაკკენზიმ განაცხადა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„შეერთებულმა შტატებმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გაზარდა საჰაერო თავდასხმების სიხშირე ავღანეთის სამთავრობო ძალების მხარდასაჭერად და მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს მხარდაჭერა უახლოეს კვირებში, თუ თალიბები განაგრძობენ შეტევებს“.

მისივე თქმით, "აშშ ავღანეთის საჰაერო ძალების ლოგისტიკურ მხარდაჭერას 31 აგვისტოს შემდეგაც განაგრძობს", - ანუ მას შემდეგაც, რაც ავღანეთში აშშ-ის სამხედრო მისია დასრულდება.

როგორც გენერალმა აღნიშნა, ავღანეთის მთავრობას წინ რთული დღეები ელის.

„თალიბები ცდილობენ შექმნან განცდა, რომ მათი სამხედრო კამპანია გარდაუვალია. ეს მცდარი განცდაა. "თალიბანის" გამარჯვება გარდაუვალი არ არის", - განაცხადა მაკკენზიმ.

ბოლო პერიოდში ყანდაჰარისა და ჰელმანდის პროვინციებში აშშ-ის სამხედროებმა „თალიბანის" სამიზნეებზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს. მოგვიანებით, მომხდარს „თალიბანმა“ „ბარბაროსული თავდასხმები" უწოდა და დაიმუქრა, რომ აღნიშნულს „შედეგები მოჰყვება“.

ავღანეთის სამთავრობო ძალების მხარდასაჭერად, ამერიკელმა სამხედროებმა რამდენიმე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს

თუ ისევ „თალიბების“ ხელში აღმოჩნდა ავღანეთი, „ლაპის ლაზულის“ პროექტზე, რომელშიც საქართველოც ჩართულია, წარმოუდგენელი იქნება საუბარი - ექსპერტების ხედვა