კანონპროექტით, ევროკავშირის, NATO-ს ან პარტნიორი ქვეყნების დროშის დაზიანება 1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს

კანონპროექტის მიხედვით, ევროკავშირის, NATO-ს ან პარტნიორი ქვეყნების დროშის დაზიანება 1000 ლარიან ჯარიმას, განმეორებითი ქმედება კი 2000 ლარიან ჯარიმას, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. პარლამენტის ბიუროზე იმსჯელეს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნების სიმბოლოების დაზიანებაზე სანქციებს აწესებს.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი და ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ან საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა, რომლის წევრიც არის საქართველო, ასევე იმ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვა, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და რომელიც აღმართულია ან გამოფენილია საჯარო დაწესებულებებზე, მის წინ ან შენობაში, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით. ცვლილებებით განისაზღვრება, რომ ამ ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ელისაშვილი, ფრიდონ ინჯია, ხათუნა სამნიძე, ნიკოლოზ სამხარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

ამას წინ უძღოდა, პარლამენტთან ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების მერ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა.

ევროკავშირის ან რომელიმე სხვა პარტნიორი ქვეყნის დროშის დაზიანებაზე, პარლამენტი სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს

კახა კუჭავამ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა აღმართა

კახა კუჭავა: დანაშაული ხდება ყველგან და სამწუხაროდ, მარტო საქართველო არ არის, სადაც ევროკავშირის დროშას ხევენ