თბილისში მდებარე ერთ-ერთი ბარი მხოლოდ ვაქცინირებულებს უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით „ამბავის“ ადმინისტრაციამ Facebook-ზე დაწერა.
„დღეიდან ბარში დაიშვებიან მხოლოდ ვაქცინაციის პროცესში ჩართული პირები. გთხოვთ იქონიოთ ვაქცინაციის მინიმუმ პირველი დოზის დამადასტურებელი დოკუმენტი და პირადობის მოწმობა. შეზღუდვის მიზანია ვაქცინაციის მხარდაჭერა და შესაბამისი რისკ-ჯგუფების ინტერესებზე ზრუნვა“.
ბოლო 24 საათში საქართველოში აცრის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა