აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა.
„ჩემთვის დიდი პატივი იყო თეთრ სახლში სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან შეხვედრა. შეერთებული შტატები ბელარუსი ხალხის გვერდით დგას დემოკრატიისა და ადამიანის უნივერსალური უფლებებისადმი მისწრაფებებში“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
თეთრი სახლის ლიდერს შეხვედრისთვის მადლობას უხდის სვეტლანა ტიხანოვსკაიაც.
„მადლობა პრეზიდენტო სოლიდარობის ძლიერი ნიშნისთვის მილიონობით უშიშარი ბელარუსელისადმი, რომლებიც მშვიდობიანად იბრძვიან თავისუფლებისთვის. დღეს, ბელარუსი დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის ბრძოლის წინა ხაზზეა. მსოფლიო ჩვენთან ერთადაა. ბელარუსი წარმატების ისტორია იქნება“, – აღნიშნავს სვეტლანა ტიხანოვსკაია.
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი აშშ-ის სენატში სიტყვით გამოსვლისთვის მიიწვიეს
უკვე გვაქვს მოწვევა - ტიხანოვსკაია ჯო ბაიდენთან შეხვედრას გეგმავს
ენტონი ბლინკენი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა