ეკატერინე ტიკარაკე: ვაქცინაციის პროცესში ყველა პირველი პირის ჩართულობა მნიშვნელოვანია

ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაკეს ვაქცინაციის პროცესში პირველი პირების ჩართვის მნიშვნელობაზე დაუსვეს შეკითხვა.

„ვაქცინაციის პროცესში ყველა პირველი პირის ჩართულობა მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, პრემიერიც მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციაზე“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, როდის უწევს მეორე დოზით აცრა, რაზეც უპასუხა, რომ უკვე მალე უნდა აიცრას და არ დააგვიანებს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ვაქცინირებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი გაიზარდა და იმედი გამოთქვა, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო მოიმატებს.

ამავე თემაზე: ეკატერინე ტიკარაძე: უკუჩვენება რომ ყოფილიყო, ვაქცინაციას არ ჩავიტარებდი. თავს კარგად ვგრძნობ

ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ვაქცინირებულთა დღიური მაჩვენებელი 20 000-ზე მეტია