გერმანია საქართველოში საპარლამენტო არჩევნებისთვის 37 დამკვირვებელს გამოაგზავნის.
როგორც გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა, დამკვირვებლების ნაწილი საქართველოში რამდენიმე დღეში ჩამოვა, მეორე ნაწილი კი ოქტომბრის ბოლოს.
"ვიმედოვნებ, გვეყოლება ODIHR-ის სრული სადამკვირვებლო მისია, სამასზე მეტი დამკვირვებლით იმისათვის, რომ ამ არჩევნებს სათანადოდ დავაკვირდეთ. ეს არჩევნები, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის მოსდევს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებითაც შეიცვალა საარჩევნო სისტემა. ამრიგად, უკეთესი შანსი აქვთ შედარებით მცირე პარტიებს წარმოდგენილნი იყვნენ პარლამენტში. ყველა საელჩო, თქვენს მიერ დასახელებულების ჩათვლით, გულდასმით აკვირდება საარჩევნო კამპანიას და პარტიების აქტივობებს", - განაცხადა ქნირშმა.