აშშ-ის ადმინისტრაციამ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. ამის შესახებ თეთრი სახლი ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
"დღეს, ბელარუსიის თაღლითური არჩევნების წლისთავზე, პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აკისრებდა შემდგომ სანქციებს ლუკაშენკოსა და მის რეჟიმს დემოკრატიული მისწრაფებებისა და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მათი მუდმივი თავდასხმისათვის", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
სანქციების მსხვილი პაკეტი გულისხმობს ბელარუსი ოფიციალური პირებისთვის და კომპანიებისთვის აქტივების დაბლოკვას, ფინანსური საქმიანობების შეჩერებას და აშშ-ში მიმოსვლაზე შეზღუდვას.
სასანქციო სიაში შემდეგი ორგანიზაციები მოხვდნენ: სს "ბელარუსკალი", რომელიც ბელარუსის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო საწარმო და მსოფლიოში კალიუმის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია; ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, რომელსაც ბრალად ედება ფულის გათეთრების ხელშეწყობა და სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების თავიდან აცილება; გამოჩენილი ბიზნესმენები, რომლებიც მხარს უჭერენ ლუკაშენკოს რეჟიმს, ასევე თხუთმეტი კომპანია, რომლებთანაც ისინი არიან დაკავშირებულნი, მათ შორის Absolutbank-ი; ბელარუსის ეკონომიკის თამბაქოს ნაწარმის, სამშენებლო, ენერგეტიკული და სატრანსპორტო სექტორებში მომუშავე დამატებითი ორგანიზაციები.
დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსს სანქციები დაუწესა
ევროკავშირი ბელარუსს ახალი სანქციების დაწესებით ემუქრება