საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მოსახლეობის 76 პროცენტისთვის მისაღებია, NATO-ში გაწევრიანება კი 74 პროცენტისთვის, - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია ნათქვამი.
კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი - საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 76% აცხადებს, რომ მისაღებია, 11% აცხადებს, რომ მიუღებელია, 13%-მა კი არ იცის.
რაც შეეხება NATO-ში გაწევრიანებას, კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი - საქართველო გახდეს NATO-ს წევრი, გამოკითხულთა 74% აცხადებს, რომ მისაღებია, 11%-სთვის მიუღებელია, 14%-მა კი არ იცის.
კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიებისგამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.
ამავე თემაზე: თამამი გადაწყვეტილების დროა. საქართველოს NATO-ს წევრობა უნდა შესთავაზონ - ლაშა დარსალია