საქართველოს პრეზიდენტმა შოთა ქარსელაძე 2021 წლის 3 ივლისს ქ. თბილისში, მდინარე მტკვარში ადამიანის გადარჩენისას გამოვლენილი სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისათვის, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობისათვის მედლით "სამოქალაქო თავდადებისათვის" დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდო შოთა ქარსელაძის დედას, მარინა გარსევანიშვილს გადასცა.
დაჯილდოება ორბელიანების სასახლეში მხოლოდ შოთა ქარსელაძის დის და მეგობრის მონაწილეობით გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს, 36 წლის შოთა ქარსელაძემ მტკვარში გადახტომის შემდეგ უცნობი გოგო სიკვდილს გადაარჩინა, თავად კი დაიხრჩო.
ამავე თემაზე გოგოს გადარჩენისას დაღუპულის ოჯახს პატრიარქმა მიმართა