ამირან გამყრელიძე ორსულებს აცრისკენ მოუწოდებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ორსულებს აცრისკენ მოუწოდებს. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 130 000 დოზა Pfizer-ის ვაქცინებია დასაჯავშნი და მოუწოდებს ყველა ქალს, რომელიც არის ორსული, ან სურს დაფეხმძიმება, აიცრას.

„უკვე სამწუხაროდ, 4 შემთხვევა გვაქვს ორსულის კოვიდით გარდაცვალების, ამიტომ ვთხოვ ჩემს კოლეგებს, მეან-გინეკოლოგებს, რომელთა სიტყვაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ორსულობის მართვაში, ურჩიონ თავის პაციენტებს, რომ აიცრან. დაახლოებით, 60 000-მდე ქალი ფეხმძიმდება წლის განმავლობაში, დღეს 130 000 Pfizer-ის ვაქცინა დევს პირველი დოზებისთვის, რომელიც ჯერ არ არის დაჯავშნილი. ამიტომ გთხოვთ, იაქტიურეთ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამავე თემაზე: რომელი ვაქცინით არის შესაძლებელი ორსულების აცრა

პაატა იმნაძის ორსული შვილი Pfizer-ის ვაქცინით აიცრა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ორსულებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 5 128 ადამიანს დაუდასტურდა, 49 ინფიცირებული გარდაიცვალა. ვაქცინირებულთა დღიური რაოდენობა 26 000-ს მიუახლოვდა. პანდემიის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა 10 აგვისტოს გამოვლინდა.