თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

თურქეთის შავიზღვისპირეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.

როგორც თურქეთის კატასტროფის მართვის სააგენტოში აცხადებენ, 34 ადამიანი დაიღუპა კასტამონუს პროვინციაში, 6 კი სინოპის პროვინციაში.

წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ რაიონებში სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

თურქეთში, რომელიც მანამდე ძლიერმა ხანძარმა დააზარალა, წყალდიდობა 11 აგვისტოს დაიწყო.

ამავე თემაზე:

თურქეთში წყალდიდობას, სულ მცირე, 17 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის სამი პროვინცია სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა