დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (NCDC) იმ ამცრელი პუნქტების მისამართებს აქვეყნებს, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება რეგისტაციის გარეშე შეუძლიათ.
NCDC-ის ცნობით, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია შესაძლებელია:
ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი (სააკაძის მოედანი, კოსტავას 77) - ვაქცინაცია შესაძლებელია: პფაიზერით, სინოვაკით, სინოფარმით. ცენტრი მუშაობს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 20:00- მდე შესვენების გარეშე
„ექსპრეს მედიქალ სერვისი“ თბილისის ზღვის პლაზა, ჰუალინგი (ჯუმბერ ლეჟავას 22) - ვაქცინაცია შესაძლებელია: სინოფარმითა და სინოვაკით. ცენტრი მუშაობს მუშაობს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-სთ-დან - 17:30-მდე
მცხეთის სამედიცინო ცენტრის ვაქცინაციის სივრცე, მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსი (სამხედროს ქუჩა 9) - ვაქცინაცია შესაძლებელია: პფაიზერის ვაქცინით. ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00-მდე, შესვენების გარეშე.
ბოლო 24 საათში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 26 524-მა ადამიანმა გაიკეთა
კორონავირუსი კიდევ 5 579 ადამიანს დაუდასტურდა, 50 ინფიცირებული გარდაიცვალა
დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება
როგორ მოხდება ვაქცინაციის დიდ ცენტრებამდე მოქალაქეების ტრანსპორტირება - სქემა