აშშ-ში კოვიდვაქცინის „ბუსტერ“ დოზებით აცრა სავარაუდოდ სექტემბერში დაიწყება. ამის შესახებ Europetime-ს კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მკვლევარმა, მეცნიერ-იმუნოლოგმა ნატო ტეტელოშვილმა ექსკლუზიურ ინტერვიუში 14 აგვისტოს განუცხადა.
ქართველი მკვლევრის თქმით, „ბუსტერ“ დოზები პირველ რიგში ხელმისაწვდომი იქჯნება მაღალ განვითარებული ქვეყნებისთვის, სადაც უშუალოდ ხდება პროდუქცია.
„შეიძლება, თავდაპირველად არ აღიაროს ჯანმომ, რადგან ის ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იქნება, თუმცა აშშ-ში საუბარია, რომ უკვე სექტემბერში შემოიღონ „ბუსტერ“ დოზები. მსჯელობენ, რა ტიპის ადამიანებმა უნდა გაიკეთონ ეს დოზა. პირველ რიგში საუბარია მაღალი რისკის ქვეშ მყოფებზე, რადგან შეიძლება, ყველას არ ეყოს. ვიდრე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება, ამასაც დრო სჭირდება.
როცა იქნება შესაძლებლობა, ვურჩევდი, საქართველოშიც გაიკეთონ „ბუსტერ“ დოზები, რადგან იმ მუტაციურ შტამებს, რომლებიც ახლა გამოჩნდა, არსებული ვაქცინები ნაკლებად ერევა და ამიტომ, “ბუსტერი„ მეტ ეფექტურობას სძენს“, - განუცხადა ნატო ტეტელოშვილმა Europetime-ს.
ცნობისთვის, Reuters-მა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ამუშავებს ახალ გეგმას, რომლის მიხედვითაც, შემოდგომიდან მოქალაქეებს ვაქცინის მესამე ე.წ. გამაძლიერებელ დოზით აცრას შესთავაზებენ.
Reuters-ი წერს, რომ პირველ რიგში გამაძლიერებელი დოზით აცრა შეეხებათ ექთნებს, ჯანდაცვის მუშაკებსა და ხანდაზმულებს.
გამოცემა წერს, რომ აშშ-ში მოქალაქეებს იმ ვაქცინის მესამე დოზით აცრიან, რომლითაც თავდაპირველად ჩაიტარეს ვაქცინაცია.
როგორც ცნობილია, რომ აშშ-მ იმუნიტეტ დაქვეითებულებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება დაუშვა.
ამავე თემაზე:
ისრაელში 50 წელს გადაცილებულებში ვაქცინის მესამე დოზა დაუშვეს
სექტემბრიდან გერმანია მოხუცებსა და სუსტი იმუნური სისტემის მქონეებს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“ დოზებს შესთავაზებს.