ბორის ჯონსონი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავღანეთი ტერორის გასამრავლებელ ნიადაგად არ იქცეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ არავინ უნდა აღიაროს „თალიბანის“ ხელისუფლება ორმხრივ საფუძველზე. ინფორმაციას Skynews-ი ავრცელებს.

„არ გვინდა, რომ „თალიბანი“ ვინმემ ორმხრივად აღიაროს. გვსურს ერთიანი პოზიცია თანამოაზრეებს შორის, რომ გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ავღანეთი კვლავ არ იქცეს ტერორიზმის გამრავლების ნიადაგად“, – აღნიშნა ჯონსონმა და დასავლეთს მოუწოდა, ერთად იმუშაონ ავღანეთზე ისეთი მექანიზმების გამოყენებით, როგორებიც გაერო და NATO-ა.

ცნობისთვის, დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქს ალყა შემოარტყა და ქაბულში კონტროლი დაამყარა. ავღანეთის მთავრობას და დაჯგუფების წარმომადგენლებს შორის, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით ქვეყანა დატოვა ავღანეთის პრეზიდენტმა.

მედია: თალიბანმა ქაბულზე შეტევა დაიწყო

BBC: ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა