ბრიტანეთი ავღანეთიდან 20 000 მიგრანტს მიიღებს

გაერთიანებული სამეფო აცხადებს, რომ განსახლების ახალი პროგრამის ფარგლებში, 20 000 ავღანელ მიგრანტს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.

ახალი პროგრამის მიხედვით, უპირატესობა ენიჭება ქალების, გოგოების და რელიგიური და სხვა უმცირესობების წარმომადგენლების მიღებას.

როგორც ცნობილია, დაახლოებით 5 000 ავღანელი დიდ ბრიტანეთში წლის ბოლომდე ჩავა.

"დიდი ბრიტანეთი ყველას მადლიერია, ვინც ჩვენთან ერთად მუშაობდა ავღანეთის უკეთეს ადგილად გადაქცევისთვის, ბოლო 20 წლის განმავლობაში და ბევრ მათგანს, განსაკუთრებით ქალებს, ახლა სასწრაფოდ სჭირდებათ ჩვენი დახმარება", - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

როგორც ცნობილია, ბრიტანეთის პარლამენტმა ოთხშაბათს უნდა განიხილოს ავღანეთში არსებული სიტუაცია.

"მე მინდა დავრწმუნდე, რომ როგორც ერი, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ავღანეთიდან გაქცეული ყველაზე დაუცველი პირების დახმარება, რათა მათ შეძლონ ახალი, უსაფრთხო ცხოვრების დაწყება დიდ ბრიტანეთში”, - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა პრიტი პატელმა.

ამავე თემაზე:

ევროპარლამენტის პრეზიდენტი: თავშესაფარი უნდა მივცეთ მათ, ვისაც ავღანეთში დევნის საფრთხე ემუქრება

ანტონიო გუტერეში: ავღანეთის ხალხი არ უნდა მივატოვოთ

გაეროს უშიშროების საბჭო: ავღანეთში ახალი მთავრობა უნდა შეიქმნას, რომელიც ერთიანი, ინკლუზიური და წარმომადგენლობითი იქნება