ევროპარლამენტის პრეზიდენტი: ევროპა ავღანეთიდან მიგრანტების მისაღებად უნდა მოემზადოს

"მას შემდეგ, რაც "თალიბანმა" ავღანეთის ხელისუფლება ხელში ჩაიგდო, ევროპა ავღანეთიდან მიგრანტების მისაღებად უნდა მოემზადოს". ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა დავიდ სასოლიმ ლიეტუვაში ვიზიტისას, ჟურნალისტებს განუცხადა.

სასოლიმ აღნიშნა, რომ ავღანეთში ბოლოდროინდელი მოვლენები აუცილებლად გამოიწვევს მიგრაციის ზრდას. მისივე თქმით, უპირველეს ყოვლისა ის ავღანელები შეეცდებიან ქვეყნის დატოვებას, რომლებიც თანამშრომლობდნენ საერთაშორისო მისიებთან.

"ევროპამ უნდა იზრუნოს მათ უსაფრთხოებაზე. ევროკომისიას შეუძლია გადაწყვიტოს მათი (მიგრანტების) თანაბარი დაშვება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ", - აღნიშნა სასოლიმ.

ამავე თემაზე:

ბრიტანეთი ავღანეთიდან 20 000 მიგრანტს მიიღებს

ევროპარლამენტის პრეზიდენტი: თავშესაფარი უნდა მივცეთ მათ, ვისაც ავღანეთში დევნის საფრთხე ემუქრება

ანტონიო გუტერეში: ავღანეთის ხალხი არ უნდა მივატოვოთ