ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმიერ ზელენსკის შეხვედრა ერთი დღით გადაიდო

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვედრა 31 აგვისტოს შედგება. უკრაინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრა 30 აგვიტოს უნდა გამართულიყო, თუმცა ის ერთი დღით გადაიწია.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება განმარტავს, რომ აღნიშნული ცვლილება უკავშირდება უკრაინელი ლიდერის ვიზიტის პროგრამის გაფართოებას.

მისი თქმით, უკრაინის ლიდერი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ამერიკელ კოლეგას პირისპირ შეხვედება.

"ვიზიტის პროგრამის გაფართოებული ელემენტების გამო, უკრაინისა და აშშ -ის სახელმწიფოს მეთაურების, პრეზიდენტ ბაიდენისა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის შეხვედრა 31 აგვისტოს გაიმართება. ჩვენ შევთანხმდით აშშ -სთან, რომ შეხვედრის თარიღი ერთი დღით გადაეწია. განსაკუთრებით იმიტომ, რომ პრეზიდენტების შეხვედრის ფორმატი გაფართოვდა და ახლა მოიცავს არა მხოლოდ დელეგაციების შეხვედრას, არამედ პირისპირ შეხვედრასაც", - განმარტა კულებამ.

ამავე თემაზე:

ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში მიიწვია

ჯო ბაიდენი უკრაინელ კოლეგას 30 აგვისტოს შეხვდება