"საბედნიეროდ, აჭარასა და თბილისში ინფიცირების ნახტომისებური მატება აღარ გვაქვს. ვფიქრობთ, ეს უკავშირდება სწორედ იმ რეგულაციებს, რაც ბოლო პერიოდში დაწესდა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, დღევანდელ სიტუაციაში ინფიცირების მატება უფრო მეტად აღინიშნება იმ რეგიონებში, სადაც ინფექციის გავრცელება შედარებით გვიან დაიწყო.
"შეზღუდვების დაწესების შემდეგ, სულ მცირე 2 კვირა სჭირდება იმას, რომ ჩვენ შეზღუდვების ეფექტი დავინახოთ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე და მომდევნო კვირაც იქნება ის პერიოდი, რაც ჩვენ სტაბილიზაციის შესაძლებლობას მოგვცემს. დღევანდელ სიტუაციაში ინფიცირების მატება უფრო მეტად აღინიშნება იმ რეგიონებში, სადაც ინფექციის გავრცელება შედარებით გვიან დაიწყო, მაგალითად, იმერეთი, კახეთი, შიდა ქართლი და ქვემო ქართლი. საბედნიეროდ, აჭარასა და თბილისში ინფიცირების ნახტომისებური მატება აღარ გვაქვს. ვფიქრობთ, ეს უკავშირდება სწორედ იმ რეგულაციებს, რაც ბოლო პერიოდში დაწესდა", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
კორონავირუსი კიდევ 4 921 ადამიანს დაუდასტურდა, 58 გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში კოვიდვაქცინა 26 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა
თამარ გაბუნია: რეანიმაციაში მოხვედრილთა 0,3% ორჯერ ვაქცინირებული იყო
აცრილთა რაოდენობა რეგიონების და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. ვინ რომელი ვაქცინით იცრება