NATO-მ ავღანეთის მთავრობას ფინანსური დახმარება შეუწყვიტა

რა ელის ავღანეთის ეროვნული არმიის ნდობის ფონდს? NATO ვალდებული იყო, გაეგრძელებინა ავღანეთის არმიის დაფინანსება 2024 წლამდე. გაიყინება თუ შეჩერდება ეს დახმარება? ამ შეკითხვით მიმართეს ჟურნალისტებმა ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში ავღანეთის საკითხზე გამართული შეხვედრის შემდეგ.

მივესალმებით ავღანეთის პრეზიდენტს და მის ოჯახს ჩვენს ქვეყანაში - სად იმყოფება აშრაფ ღანი

„პირველ რიგში, ჩვენ, რა თქმა უნდა, შევაჩერეთ ავღანეთის მთავრობისადმი ყველა სახის დახმარება, მათ შორის ფინანსური, რადგან ეს არ არის NATO-ს მხარდამჭერი მთავრობა. ასე რომ, ყველაფერი გაყინული და შეჩერებულია. რაც შეეხება ავღანეთის არმიისთვის „ნდობის ფონდს“, ეს არის ის, რისი გადაწყვეტაც ჩვენ მოგვიანებით შეგვიძლია. მაგრამ არავითარი თანხა არ არის გადარიცხული, არანაირი მხარდაჭერა არ ეძლევა ქაბულს, მთავრობის დაშლის შემდეგ“, - უპასუხა იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტს.

მეორე შეკითხვა ეხებოდა მედიაში გავრცელებულ ცნობებს, რომლებიც გულისხმობს ავღანეთში სიტუაციის დასტაბილურებას აშშ-ის ჩარევის გარეშე. ამასთან დაკავშირებით, მედიამ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის ბენ უოლესის სიტყვები მოიყვანა, რომლის თანახმად, სწორედ ამ საკითხებზე გაიარა კონსულტაციები მეკავშირეებთან.

რატომ ადარებენ „თალიბანის“ ქაბულში გამარჯვებას, ვიეტნამში, საიგონის დაცემას?

„რაც შეეხება თქვენს მეორე შეკითვას, მე ვნახე ცნობები მცდელობების შესახებ, რომ შეიქმნას ერთგვარი კოალიცია, რომელსაც სურს, შეცვალოს NATO და აშშ ავღანეთში. მე ეს წავიკითხე გაზეთებში და მე არ ვყოფილვარ NATO-ში რაიმე კონსულტაციის მონაწილე ამასთან დაკავშირებით.

როდესაც შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, დაეტოვებინა ავღანეთი, რა თქმა უნდა, ის იყო პასუხისმგებელი ჯარისკაცების უმრავლესობაზე და იკისრა კიდეც ტვირთის ნაწილი. სხვა ევროპელი მეკავშირეების, კანადას ან პარტნიორი ქვეყნებისგან არ არის სურვილი, შეცვალონ აშშ ან შეავსონ შეერთებული შტატების ადგილი. ჩვენ არაერთი კონსულტაციის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ დავასრულებდით ჩვენს მისიას.

არაერთხელ გვითქვამს, რომ ავღანეთში ერთად წავედით და ერთად დავტოვეთ ეს ქვეყანა. 30 მეკავშირე დაეთანხმა ამ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

შეთანხმების თანახმად, რომელიც შეერთებულმა შტატებმა დადო „თალიბანთან“ გასულ წელს, 2020 წლის თებერვალში, აშშ-მ გადაწყვიტა ავღანეთში სამხედრო ყოფნის დასრულება და NATO-ს მეკავშირეები ეთანხმებიან ამას და მიჰყვებიან მის გადაწყვეტილებას“, - დაამატა სტოლტენბერგმა.

კონდოლიზა რაისი: ავღანელ ხალხს არ აურჩევია „თალიბანი“. ისინი იბრძოდნენ და დაიღუპნენ ჩვენ გვერდით

მაგრამ ამავე დროს, „თალიბანი“ დათანხმდა იმას, რომ ავღანეთი კვლავ არ გახდებოდა პლატფორმა საერთაშორისო ტერორისტებისთვის, NATO-ს მეკავშირე ქვეყნებზე ტერორისტული თავდასხმების ორგანიზების დაგეგმვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ველით, რომ „თალიბანი“ შეასრულებს ამ ვალდებულებებს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ამავე თემაზე: სტოლტენბერგი „თალიბანს“ აფრთხილებს, რომ NATO-ს კვლავ შეუძლია ნებისმიერი ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ დარტყმის განხორციელება

Bloomberg-ი: აშშ-მ ავღანეთის ცენტრალური ბანკის აქტივები გაყინა