ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტის, აშრაფ ღანის ძმა, ჰაშმათ ღანი "თალიბანის" დაჯგუფებას შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაცია "თალიბანის" Twitter-გვერდზე გავრცელდა.
როგორც ცნობილია, 60 წლის ჰაშმათ ღანი 2002 წლიდან "კუჩის (ავღანეთში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფი) უზენაეს საბჭოს" თავმჯდომარეა.
ამასთანავე, ის ხელმძღვანელობს კონგლომერატ The Ghani Group-ს, რომელიც კერძო და სახელმწიფო კლიენტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
ცნობისთვის, "თალიბანმა" ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა.
აშრაფ ღანი: პრეზიდენტის თანამდებობაზე რომ დავრჩენილიყავი, ავღანეთის ხალხის თვალწინ ჩამომახრჩობდნენ