ამომრჩეველი თერმოსკრინიგს სავარაუდოდ, არც 2 ოქტომბრის არჩევნებზე გაივლის

"ამომრჩევლების თერმოსკრინინგი არ ჩატარებულა არც შარშან და არც წელსაც არ იგეგმება, ყველა შემთხვევაში ამ დადგენილებით, ვნახოთ, მომავალში რა იქნება", - ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა Europetime-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი თერმოსკრინინგს გაივლის და მას ტემპერატურა დაუფიქსირდება, მისი არჩევნებზე არშეშვება კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა იქნება.

"ჩვენ ამომრჩეველს ტემპერატურას არ ვუზომავთ. შარშან, ყველა სხვა დანარჩენს, კომისიის წევრს, საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე ყველა პირს ვუზომავთ ტემპერატურას, ის გადის თერმო სკრინინგს, თერმო სკრინინგის გარეშე ის შენობაში ვერ მოხვდება. ამომრჩევლები მცირე დროით გაჩერდებიან კენჭისყრის შენობაში, ეს არის სადღაც 5-10 წუთი. ამომრჩეველს, თუნდაც რომ გავუზომოთ და დაუფიქსირდეს ტემპერატურა, მისი არშემოშვება ეს არის კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა, იმ კუთხით, რომ ჩვენ მათ ვუზღუდავთ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას.

ამომრჩეველს აუცილებლად ვთხოვთ პირბადეს, რომელიც უნდა ეკეთოს მას კენჭისყრის შენობაში ყოფნის დროს, შენობაში შესვლისას და გამოსვლისას ხელების შესაბამისი ხსნარით დამშავებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან დისტანცია დაიცვას კომისიის წევრებთან და სხვა ადამიანებთან მიმართებით.

როგორ შესაბამისი დარგის სპეციალისტებმა შარშანაც განგივცხადეს, 5-10 წუთი არ არის საფრთხის შემცველი. ამომრჩევლების თერმოსკრინინგი არ ჩატარებულა არც შარშან და არც წელსაც არ იგეგმება, ყველა შემთხვევაში ამ დადგენილებით, ვნახოთ, მომავალში რა იქნება", - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

რა შემთხვევაშია სავალდებულო საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის კოვიდტესტირება

ცესკოს პრესსპიკერი: მიმდინარეობს ორგანიზება, რომ კოვიდაქცინით ავცრათ ყველა ის თანამშრომელი, ვისაც ამის სურვილი აქვს