ისრაელმა საქართველო "წითელი" ქვეყნების სიიდან ამოიღო

ისრაელმა საქართველო "წითელი" ქვეყნების სიიდან ამოიღო. ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩი რან გიდორი Facebook-ზე წერს.

აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში პირველი სექტემბრიდან შედის.

"მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ გუშინ ისრაელის მთავრობამ საქართველო "წითელი" ქვეყნების ჯგუფიდან "ნარინჯისფერ" ქვეყნებში გადაიყვანა. რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელელ ტურისტებს კვლავ შეუძლიათ ამ ულამაზეს ქვეყანაში სტუმრობა, ხოლო დაბრუნებისას ისინი დაექვემდებარებიან თვითიზოლაციას (ან კარანტინს).

აღნიშნული გადაწყვეტილება, საქართველოს ახალ კატეგორიაში გადაყვანის თაობაზე, ძალაში შედის პირველი სექტემბრიდან. “, - წერს რან გიდორი.

ცნობისთვის, ისრაელმა საქართველო ე.წ. "წითელ სიაში" 22 ივლისს გადაიყვანა, რაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვის ზრდითაა გამოწვეული.

ამავე თემაზე:

ისრაელმა საქართველო წითელი ქვეყნების სიაში შეიყვანა

30 ივლისიდან ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობას უკძალავს