ღარიბაშვილი: ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დავარწმუნე, რომ საქართველო 19 აპრილის შეთანხმებაში განსაზღვრული რეფორმების დღის წესრიგის ერთგული რჩება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველო 19 აპრილის შეთანხმებაში განსაზღვრული რეფორმების დღის წესრიგის ერთგული რჩება, რაშიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც დაარწმუნა.

`ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დავარწმუნე, რომ საქართველო 19 აპრილის შეთანხმებით გაწერილი რეფორმების დღის წესრიგის ერთგული რჩება. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე განხორციელებულია, ხოლო დარჩენილ ნაწილზე მუშაობას მტკიცედ ვაგრძელებთ”, - დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა Twitter-ზე.

დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ შეთანხმებების ერთგულია - უფრო ადრე ეს პოსტი შარლ მიშელმა Twitter-ზე გამოაქვეყნა, რითაც კიევში გამართულ არაფორმალურ შეხვედრას შეეხო.

შარლ მიშელი: მაკრო ფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ შეთანხმებების ერთგულია

კიევში ირაკლი ღარიბაშვილმა და შარლ მიშელმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა საქართველოში პოლიტიკურ აქტორებს დიალოგისკენ მოუწოდებს

ექსპერტები ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლას აფასებენ