ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 30 წელზე უფროსი ასაკის ისრაელის მოქალაქეებს უფლება აქვთ მიიღონ COVID-19-ის ვაქცინის გამაძლიერებელი, მესამე დოზა, - ამის შესახებ ინფორმაციას TimeofIsrael-ი ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, ახალი გადაწყვეტილება ძალაში შედის დაუყოვნებლივ.
ცნობისთვის, 19 აგვისტოს, ისრაელმა 40 წლის ზემოთ პირების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრა დაუშვა.
ისრაელში, 12 წლის და უფროსი ასაკის მოსწავლეებს სკოლაში, გაკვეთილების დროს აცრიან
ისრაელში 40 წელს გადაცილებულებს კოვიდივაქცინის მესამე დოზით აცრიან
ისრაელში 50 წელს გადაცილებულებში ვაქცინის მესამე დოზა დაუშვეს