მსოფლიო ბანკმა ავღანეთს ფინანსური დახმარება შეუჩერა

მსოფლიო ბანკმა ავღანეთს ფინანსური დახმარება შეუჩერა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მსოფლიო ბანკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფინანსური ორგანიზაცია შეშფოთებულია ავღანეთში არსებული ვითარებით და ქვეყნის განვითარებაზე მისი გავლენით, განსაკუთრებით ქალებისთვის.

განცხადების მიხედვით, მსოფლიო ბანკი იტოვებს გზებს, რომ დარჩეს ჩართული და შეინარჩუნოს ქვეყანაში რთულად მიღწეული მონაპოვარი.

ამჟამად ქვეყანაში მსოფლიო ბანკის ოცზე მეტი პროექტი მიმდინარეობს. 2002 წლიდან მოყოლებული ფინანსურ ორგანიზაციას ავღანეთის განვითარებისთვის 5,3 მილიარდი დოლარი აქვს გამოყოფილი.

ცნობისთვის, ,,თალიბანმა" რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა.

ამავე თემაზე:

NATO-მ ავღანეთის მთავრობას ფინანსური დახმარება შეუწყვიტა

ავღანეთი IMF-სგან ვეღარ მიიღებს $370-ზე მეტ მლნ-ს, რომელიც აგვისტოში იყო გათვალისწინებული