ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 59 პაციენტი მკურნალობს. ამის შესახებ ჰოსპიტალის კოვიდდეპარტამენტის კურატორმა მერაბ ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ყველა პაციენტი ჟანგბადდამოკიდებულია.
,,ამ ეტაპზე სტაციონარში მკურნალობას 59 პაციენტი აგრძელებს. გუშინ ერთი პაციენტის მცხეთის ჯეოჰოსპიტალში გადაიყვანეს. პაციენტის გადაყვანის მიზეზი ზოგადი მდგომარეობის გაუარესება გახდა. ამ დროის ყველა პაციენტი არის ჟანგბად დამოკიდებული, საშუალო სიმძიმის პაციენტი. ვაგრძელებთ პაციენტების მიღებას”, - განაცხადა ჩიქოვანმა.
ცნობისთვის, კოვიდინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო, თბილისში რამდენიმე საველე ჰოსპიტალი გაიხსნა. პირველი ასეთი ტიპის ჰოსპიტალმა პაციენტები 20 აგვისტოს მიიღო.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 021 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა გამოჯანმრთელდა 5 041 პაციენტი. 58 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.