თამარ გაბუნია: წინა არჩევნების შემდეგ იყო ძალიან მაღალი მობილობა, რაც უკავშირდებოდა ქუჩის აქციებს და ეს იყო მთავარი ბუსტერი

არჩევნები უკავშირდება მობილობის გაზრდას და ბუნებრივია, რომ ამას რისკებიც მოჰყვება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

წელს შეიცვალა რეკომენდაციები წინა წელთან შედარებით, დაემატა ვაქცინაციის რეკომენდაცია და სავალდებულო ტესტირება კვირაში ერთხელ საარჩევნო ადმინისტაციის წარმომადგენლოებისთვის.

ცესკოს პრესსპიკერი: მიმდინარეობს ორგანიზება, რომ კოვიდვაქცინით ავცრათ ყველა ის თანამშრომელი, ვისაც ამის სურვილი აქვს

„ჩვენ ზედმიწევნით ზუსტად უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომელებიც არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებასთან არის დაკავშირებული. დღეს ვმუშაობათ ცესკოსთან, რომ ვაქცინაციის პროცესი იყოს აქტიური არჩევნებში მონაწილეთათვის და ასევე, რეკომენდაციების დაცვის გარანტია გვქონდეს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას განცხადებით, „წინა არჩევნების შემდეგ იყო ძალიან მაღალი მობილობა, რაც უკავშირდებოდა ქუჩის აქციებს და ეს იყო მთავარი ბუსტერი იმ შემთხვევაში ეპიდემიის გავრცელების“.

ეპიდემიის შემთხვევაში ის მობილობა, რომლის კონტროლი შესაძლებელია და რა გარემოშიც წესის დაცვა ხერხედება ნაკლებად საშიშია. თუმცა, უკონტროლო აქციების პირობებში მაღალია ინფექციის გავრცელების რისკი. ეს იყო ძირითადი ბუსტერი და მკვებავი ეპიდემიის გავრცელების ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი განმარტებით, მსგავსი რისკი ყოველთვის არის, ვინაიდან „პოლიტიკური პროცესები არის გარკვეულწილად რთული“ თუმცა, ამ შემთხვევაში საუბარია ჩვეულ და რეგლირებად გარემოში არჩევნების ჩატარებაზე რისი გაკონტროლებაც შესაძლებელია და ეს თავისთავად მაღალ რისკებს არ უკავშირდება, რადგან გადაზღვევა შესაძლებელია.

ამავე თემაზე:

ნინო ლომჯარია: პრემიერს აქვს უფლება, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა, ამის საფუძველია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა

საქართველოში არჩევნების გადადების საკითხის ირგვლივ დისკუსია მიმდინარეობს