ქუთაისში, 26 წლის კოვიდინფიცირებული ქალი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა

26 წლის ბათუმელი თეა ბარამიძე, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, გუშინ ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში", მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. ამის შესახებ Europetime-ს კლინიკის დირექტორმა, მამუკა მიქაძემ დაუდასტურა.

მისი თქმით, კლინიკაში შემოყვენისას პაციენტს სუნთქვის უკმარისობა და ფილტვების დაზიანება აღენიშნებოდა. მას საკეისრო კვეთა გაუკეთდა.

"პაციენტი ჩვეთან გადმოყვანილი იყო ბათუმიდან. უკვე ფილტვის 17-ქულიანი დაზიანებითა და ჰაერის უკმარისობით. ნაყოფის არასაიმედო მდგომარეობის გამო, ანესთეზიოლოგების მოთხოვნით, მას გაუკეთდა საკეისრო კვეთა. ჩვილის მდგომარეობა ამჟანამდ ნორმალურია. 7 დღის განმავლობაში ქალბატონი იმყოფებდა რეანიმაციულ განყოფილებაში. სამწუხაროდ, მდგომარეობა დამძიმდა და პაციენტი გარდაიცვალა", - აცხადებს მამუკა მიქაძე.

მისი თქმით, "სამეანო სიტუაციასთან აღნიშნულ ფაქტს არანაირი კავშირი არ აქვს"

როგორც მამუკა მიქაძემ აღნიშნა, კოვიდინფიცირებული ახალგაზრდა ქალი 35 კვირის ორსული იყო და მას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებული არ ჰქონდა.

ცნობისთვის, პანდემიის დაწყების შემდეგ, დღეს საქართველოში კორონავირუსით ყველაზე მეტი, 79 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში, კოვიდვაქცინა 26 700-მა ადამიანმა გაიკეთა