ამერიკელი ჯარისკაცებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა

პენტაგონი აშშ-ის შეიარაღებული ძალების თითოეულ წევრს სთხოვს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთოს.

ასევე წაიკითხეთ: ამერიკელი ჯარისკაცებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება სავალდებულო იქნება

აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, თუ ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატა, ამას შესაძლოა, ამერიკის სამხედრო მზადყოფნაზე ჰქონდეს უარყოფითი გავლენა.

„იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დავიცვათ, ჯანსაღი და მზა ჯარი გვჭირდება", - აცხადებს ლოიდი.

ცნობისათვის, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ Pfizer-ის ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა.

აშშ-ში მოსახლეობის 60% სრულად არის აცრილი.