ამირან გამყრელიძე ახალგაზრდებს მოუწოდებს, ღამის კლუბებში სიარულისგან დროებით თავი შეიკავონ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიუხედავად ზომების გამკაცრებისა, მასშტაბური შეკრებების წესი მაინც ირღვევა.
„ძალიან ბევრი მაკონტროლებელია დღეს, პოლიცია, შრომის ინსპექცია, ზედამხედველობის სამსახურები, ზომები სერიოზულად გამკაცრდა, მაგრამ გეთანხმებით, რომ მაინც ირღვევა. ამიტომ, კიდევ ერთხელ ერთმანეთს უნდა მოვუწოდოთ, მოდით, ცოტა ხანი ახალგაზრდები ხართ, თავი შევიკავოთ ამ კლუბებში სიარულისგან, ხომ შეიძლება არა? მერე, როცა დამთავრდება ეს ყველაფერი, მეც დამპატიჟეთ და წამოვალ“, - განუცხადა გამყრელიძემ ჟურნალისტებს.
ამირან გამყრელიძე: გაჩნდა იმედის ნაპერწკალი, რომ ეპიდემია შეიძლება, თანდათან შეკავდეს
ამირან გამყრელიძე: ორსულებში კორონავირუსის პრევენციის ერთადერთი საშუალება არის აცრა