ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი: საქართველოში პრობლემური საკითხია არა რეგულაციების შემოღება, არამედ მისი კონტროლი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი საქართველოში გარკვეულწილად პრობლემურად მიიჩნევს არა შეზღუდვების შემოღებას, არამედ მის კონტროლს.

ზაზა წერეთელმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ შეზღუდვები მკაცრად უნდა გაკონტროლდეს და სახლემწიფომ არ უნდა დახუჭოს თვალი არცერთ დარღვევაზე.

„უფრო სწორედ, უკვე არცერთი ქვეყანა ამას არ აკეთებს და სუსტი ეკონომიკის მქონე საქართველოც ვერ მოახერხხებს, ძალიან გაუჭირდება. თან თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ ქვეყანაში გარკვეულწილად პრობლემურია არა შეზღუდვების შემოღება, არამედ მისი კონტროლი, ლოკდაუნი პრობლემურად შეიძლება, მივიჩნიოთ.

სუსტი ეკონომიკის მქონე საქართველოც ვერ მოახერხხებს, ძალიან გაუჭირდება. თან თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ ქვეყანაში გარკვეულწილად პრობლემურია არა შეზღუდვების შემოღება, არამედ მისი კონტროლი, ლოკდაუნი პრობლემურად შეიძლება, მივიჩნიოთ. შეზღუდვები კი მკაცრად უნდა გაკონტროლდეს და სახლემწიფომ არ უნდა დახუჭოს თვალი არცერთ დარღვევაზე.

ასევე წაიკითხეთ: კოვიდრეგულაციების დამრღვევებს ამნისტია შეეხებათ

ვაქცინაციის ტემპი ერთი ორად უნდა გაიზარდოს და მაშინ უნდა ვიმედოვნოთ, რომ სექტემბრის ბოლოსთვის სიტუაცია ცოტა დასტაბილურდება. თუმცა სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს მკაცრი კონტროლი, წინააღმდეგ შემთხვევაში მარტო მოსახლოების თვითშეგნებაზე დაყრდნობით სიტუაცია უკეთესობისკენ არ შეიცვლება“, - აღნიშნავს ზაზა წერეთელი.

ამავე თემაზე: ზაზა წერეთელი: სახელმწიფომ გადააბარა ყველაფერი ადამიანებს და მათ თვითშეგნებას, ეპიდემია ასე არ შეჩერდება