თეთრი სახლი: ავღანეთიდან 105 000-მდე ადამიანია ევაკუირებული

ხუთშაბათს, ავღანეთიდან 12 500-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრ სახლზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელლებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 14 აგვისტოდან დღემდე ავღანეთიდან 105 000-მდე ადამიანია ევაკუირებული.

ცნობისთვის, გუშინდელი ტერაქტების შემდეგ, რომელსაც 100-ზე მეტი ადამიანი ემსვერპლა, ქაბულის აეროპორტიდან უცხოელებისა და ქვეყნის დატოვების მსურველი ავღანელების საევაკუაციო ფრენები განახლდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქაბულის აეროპორტის მახლობლად მომხდარი აფეთქებების შედეგად დაიღუპა 95 ავღანელი და 13 ამერიკელი ჯარისკაცი.

ამავე თემაზე:

ტერაქტების შემდეგ, ქაბულის აეროპორტიდან საევაკუაციო ფრენები განახლდა

ჯო ბაიდენი: ტერორისტები ვერ შეგვაჩერებენ, ჩვენ გავაგრძელებთ ევაკუაციას

ჯო ბაიდენი ქაბულის აეროპორტზე თავდასხმის ორგანიზატორებს: გიპოვით და პასუხს გაგებინებთ