ტერაქტების შემდეგ, ქაბულის აეროპორტიდან საევაკუაციო ფრენები განახლდა

გუშინდელი ტერაქტების შემდეგ, რომელსაც 100-ზე მეტი ადამიანი ემსვერპლა, ქაბულის აეროპორტიდან უცხოელებისა და ქვეყნის დატოვების მსურველი ავღანელების საევაკუაციო ფრენები განახლდა. ამის შესახებ იფნორმაციას Apnews-ი ავრცელებს.

შეერთებულმა შტატებმა მოქალაქეები გააფრთხილა, რომ შეიძლება მომავალ კვირას უფრო მეტი თავდასხმა მოხდეს.

ავღანეთისა და აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ხუთშაბათს აეროპორტის მახლობლად მომხდარი აფეთქებების შედეგად დაიღუპა 95 ავღანელი და 13 ამერიკელი ჯარისკაცი.

ავღანეთის ოფიციალური პირების თქმით, შესაძლოა დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს.

შეგახსენებთ, ქაბულის აეროპორტთან ორი აფეთქება მოხდა, რომელსაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა. ქაბულის აეროპორტის გამოყენებით ავღანეთიდან გაქცევას მშვიდობიანი მოქალაქეები ცდილობდნენ, სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება. მანამდე, დასავლეთის ქვეყნები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ არსებობდა ტერაქტის საფრთხე. აშშ-მა და მოკავშირეებმა ძალებს აეროპორტის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რადგან „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან ტერორისტული აქტის განხორციელების საფრთხე არსებობდა. პარალელურად, ევროპის ქვეყნებმა ავღანეთიდან ევაკუაცია შეწყვიტეს.

ამავე თემაზე:

გაერთიანებული სამეფო ავღანეთიდან ევაკუაციას წყვეტს.

ჯო ბაიდენი: ტერორისტები ვერ შეგვაჩერებენ, ჩვენ გავაგრძელებთ ევაკუაციას

ჯო ბაიდენი ქაბულის აეროპორტზე თავდასხმის ორგანიზატორებს: გიპოვით და პასუხს გაგებინებთ

აშშ-ში, სახელმწიფო უწყებების შენობებსა და სამხედრო ბაზებზე სახელმწიფო დროშას დაუშვებენ

BBC: ქაბულის აეროპორტთან აფეთქებას სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა, 140 დაშავდა

Associated Press-ი: ქაბულის აეროპორტზე თავდასხმას ამერიკელი საზღვაო ქვეითები ემსხვერპლნენ

ქაბულის აეროპორტთან აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

გენერალი კენეთ მაკენზი: აშშ ქაბულის აეროპორტის დაბომბვის გამო შურს იძიებს