ბარაკ ობამას შეფასება ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტზე

აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი (3 იანვარი, 2005 – 16 ნოემბერი, 2008) ბარაკ ობამა ქაბულში, აეროპორტთან მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით Facebook-ზე ტექსტს ავრცელებს. ბარაკ ობამას შეფასებით, ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები არიან გმირები, რომლებიც თავგანწირვით მსახურობენ საშიშ მისიაში, რათა გადაარჩინონ სხვა ადამიანები.

ჯო ბაიდენი ქაბულის აეროპორტზე თავდასხმის ორგანიზატორებს: გიპოვით და პასუხს გაგებინებთ

„ბევრი თქვენგანის მსგავსად, 'ჩვენც გული გვეტკინა, როდესაც ქაბულის აეროპორტს გარეთ განხორციელებული ტერაქტის შესახებ გავიგეთ, რომელმაც იმსხვერპლა და დაჭრა ამდენი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, ასევე ავღანელი კაცები, ქალები და ბავშვები.

როგორც პრეზიდენტისთვის, არაფერი იყო იმაზე მტკივნეული, ვიდრე ამერიკელების ახლობლებთან ერთად მწუხარების გაზიარება, რომლებმაც სიცოცხლე გაიღეს ჩვენი ქვეყნის მსახურებისთვის.

როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, ეს სამხედრო მოსამსახურეები არიან გმირები, რომლებიც თავგანწირვით მსახურობენ საშიშ მისიაში, რათა გადაარჩინონ სხვა ადამიანები.

ჯო ბაიდენი: ტერორისტები ვერ შეგვაჩერებენ, ჩვენ გავაგრძელებთ ევაკუაციას

ჩვენ ვუსამძიმრებთ ოჯახებს, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები და ყველას, ვინც აგრძელებს მისიას ქაბულში. ჩვენ ასევე ვფიქრობთ დაღუპული ავღანელების ოჯახებზე, რომელთაგან ბევრი იდგა ამერიკის გვერდით და მზად იყო, გაერისკა ყველაფერი უკეთესი ცხოვრების შანსისთვის“, - აღნიშნავს ბარაკ ობამა.

ბოლო ინფორმაციით, აფეთქებას 170-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. აშშ-ის პრეზიდენტმა ქაბულის აეროპორტთან მომხდარი აფეთქების შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა. ჯო ბაიდენმა ქაბულში დაღუპულ ამერიკელ სამხედროებს გმირები უწოდა. მან აღნიშნა, რომ პენტაგონს სთხოვა, შეიმუშაოს გეგმები თავდასხმის ორგანიზატორებისთვის საპასუხოდ. თავის მხრივ, ამერიკის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის გენერალმა კენეთ მაკენზიმ განაცხადა, რომ აშშ ქაბულის აეროპორტის დაბომბვის გამო შურს იძიებს.

ცნობისთვის, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამას გამარჯვების შემდეგ, ბაიდენი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა.