თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე განთავსებულ საველე ჰოსპიტალში პაციენტი გარდაიცვალა

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე განთავსებულ საველე ჰოსპიტალში პაციენტი გარდაიცვალა. კოვიდ დეპარტამენტის კოორდინატორის, მერაბ ჩიქოვანის თქმით, პაციენტის გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა.

თბილისში ეს საველე ჰოსპიტალი 23 აგვისტოს მოეწყო.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, კორონავირუსი კიდევ 4247 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 74. დღეს ბათუმში კორონავირუსით დედა-შვილი გარდაიცვალა.