თამარ გაბუნია: ყველა ორსულს ვაქცინაციაზე ამომწურავი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, ტრენინგი დაწყებულია

"ყველა ორსულს ვაქცინაციაზე ამომწურავი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს. ტრენინგი ამასთან დაკავშირებით დაწყებულია", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

თამარ გაბუნიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, ორსულების ვაქცინაციის პროცესი აქტიური იყოს. მან ფეხმძიმეებსა და მათ ექიმებს თხოვნით მიმართა, რომ ვაქცინაცია არ გადადონ.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორსულების ვაქცინაცია აქტიური იყოს. ყველა ორსულს უნდა ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ტრენინგი ამასთან დაკავშირებით დაწყებულია, რომ ორსულმა მიიღოს ინფორმაცია და სწრაფადვე მიიღოს გადაწყვეტილება ვაქცინაციაზე - Pfizer-ის ვაქცინით. ამდენად, ჩვენი კიდევ ერთი თხოვნა იქნება, ყველა ორსულის და მისი ექიმის მიმართ, რომ ნუ გადაავადებენ ვაქცინაციას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კოვიდით ინფიცირებული ორსული ქალის გარდაცვალების 11 შემთხვევა დაფიქსირდა.

ამავე თემაზე:

საქართველოში 13.4% სრულად ვაქცინირებულია

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 915 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 78

თბილისში კოვიდინფიცირებული ​19 წლის ორსული მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა